„საზღვრის გახსნის თარიღის დასახელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო“ – შალვა ალავერდაშვილი

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის  შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით ტურისტების ნაკადის პროცენტული მაჩვენებლის შარშანდელ მონაცემებს ქვეყანა მხოლოდ 2022 წელს შეძლებს დაეწიოს. სპეციალისტის განმარტებით შესაძლოა მცირე ზომის კაფეები და რესტორნებიც დაიკეტოს.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სასტუმროებისთვის ქონების გადასახადის მოხსნას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თარიღის დასახელება პირველ ივლისს.

ერთ კვირაში გვეცოდინება როგორ ვიმუშაოთ და როგორი წესი გვექნება რესტორნების და სასტუმროების ფუნქციონირების. ჩვენ დავსახავთ გეგმას გადავეწყოთ ახალ სამუშაო გარემოზე. ვეცნობით სხვა ქვეყნების გამოცდილებებს, ბევრმა სხვა ქვეყანამ გამოაქვეყნა წინასწარ მუშაობის წესები, თუმცა ჩვენ ველოდებით ჩვენს ქვეყანაში მიღებულ რეგულაციებს. საკმაოდ რთული იქნება გადაწყობა პატარა რესტორნებისთვის და კაფეებისთვის, მათ 4 ან 5 ადამიანზე მეტი შეიძლება ფიზიკურად ვერ დასვან და პატარა სივრცეების გახსნას შესაძლოა აზრი აღარც ჰქონდეს“ – განაცხადა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით მკვეთრი განსხვავება იქნება პროცენტულ მაჩვენებელთან მიმართებაშიც ვიზიტორების თვალსაზრისით.

„2109 წელთან შედარებით, 2020 იქნება -75%, 2021 -35%  და 2022 წელი იქნება მხოლოდ 2019 – თან იდენტური.

ევროპიდან სტუმრების შემოყვანა აზრს მოკლებულია, მათ ეძლევათ რეკომენდაცია წელს არ იმოგზაურონ, არც ჩვენს მეზობლებს აქვთ სახარბიელო მდგომარეობა.“ – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაში, აუცილებელიაწყაროსდალინკისმითითება

მსგავსი თემები