“მერწმუნეთ, სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც” – ნათია თურნავა

“ალბათ, სულ რამდენიმე ხანში შევძლებთ სილამაზის სალონებში სტუმრობას” , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სალონების გახსნისათვის საჭიროა, უსაფრთხოების კუთხით სათანადოდ მომზადება.

„სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც, მერწმუნეთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სილამაზის სალონები არის ძალიან დიდი სეგმენტი დასაქმების, მცირე ბიზნესი და ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით სწორედ მცირე ბიზნესს და მართლაც ძალიან მინდა, რომ მალე შევძლოთ მათი გახსნა. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ მთელი რიგი ინდუსტრია გადმოვწიეთ უფრო ახლოს გახსნის ეტაპზე და არ გავა ბევრი დრო, სანამ გახსნით სილამაზის სალონებსაც. მაგრამ დავიმახსოვროთ, რომ ეს არის ისევე როგორც მოლები, კაფეები და რესტორნები, ისეთი ობიექტი, სადაც მეტია მაინც რისკი, მეტია ადამიანებს შორის კონტაქტი და ამიტომ კიდევ ცოტა დრო გვინდა, რათა ყველა შევამოწმოთ, ვნახოთ მათი მზადყოფნა და თქვენც, მეც, მთელი საქართველო, ვინც მიმართავს სილამაზის სალონებს, მეტად იყოს დაცული. მე კონტაქტი მაქვს სილამაზის სალონებთან, რომ ისინი ძალიან პასუხისმგებელიანად ემზადებიან ამისთვის, მაგრამ რაღაც გარკვეული დრო უნდა გქონდეს იმისათვის, რომ დღეს დაშორიშორება მოახერხონ შიგნით, შეიძინონ პირადი დაცვის საშუალებები და ალბათ, სულ რამდენიმე ხანში შევძლებთ სილამაზის სალონებში სტუმრობას. მე დიდი იმედი მაქვს, როგორც სხვები გადმოვწიეთ, აქაც იქნებ ამის საშუალება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები