მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა ძალაში რჩება

  •  

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ზოგიერთ ქალაქში შეღუდვები მოიხსნა.

პრემიერი განცხადებით, 11 მაისიდან თბილისში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნება ასევე, 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში. ხოლო, 18 მაისიდან მარნეული სრულად გაიხსნება. 

თუმცა, როგორ “აიპრესს” მთავრობის ადმინისტრაცაში განუცხადეს, შეზღუდვების მოხსნა მუნიციპალურ ტრანსპორტზე არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 20 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს, რომლის მიხედვით, საღამოს 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გასვლა იკრძალება.

წესის დარღვევა კი  ფიზიკური პირებისთვის 3000-ლარიან ჯარიმას, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები