„პეტროსიანების სახლიდან პოლიციამ  14 დასახელების იარაღი ამოიღო” – მკოიანების ოჯახის ადვოკატი

  •  

მკოიანების ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, პეტროსიანების სახლის ჩხრეკის დროს, სამარათალდამცავებმა, სხვადასხვა დასახელების იარაღი ამოიღეს. ადვოკატის ინფორმაციით არსენალის დასახელებაში იყო სანადირო თოფიც.

„ბევრი დასახელების იარაღი არის პეტროსიანების სახლში ჩხრეკის შედეგად ამოღებული. პოლიციამ  14 დასახელების იარაღი ამოიღო, ეს არის, როგორც პისტოლეტური ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე  არის “კარაბინები”, რამოდენიმე “კარაბინა” და “გლუვლულიანი” სანადირო თოფი, ასევე „ტეტე,“  – განაცხადა ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ იარაღებიდან ზოგი მასზეა გაფორმებული, ზოგი კი მის შვილზე,“ – განაცხადა  ტარიელ მურმანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.”

მსგავსი თემები