„11 მაისიდან სრულიად გაიხსნება თბილისი, 14 მაისიდან კი რუსთავი და გარდაბანი, 18 მაისიდან – მარნეული“ – გიორგი გახარია

სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადეების გამოყენება, მოგვცემს საშუალებას ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

პრემიერის ინფორმაციით ჩაკეტილი ქალაქების გახსნა ეტაპობრივად მოხდება.

„11 მაისიდან სრულიად გაიხსნება თბილისი, – 14 მაისიდან კი რუსთავიდან და გარდაბანში, 18 მაისიდან მარნეული.

6 ეტაპიანი გეგმა, როდესაც გვქონდა წარმოდგენილი განვაცხადეთ მაშინ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ვიმოქმედებდით, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გარკვეული სექტორების გახსნა დავაჩქაროთ.

ჩვენ გვეძლევა საშუალება შუალედები გახსნებს შორის დავაჩქაროთ.

11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას, ასევე საცალო და საბითუმო ბაზრობებს, რომელსაც აქვთ შესასვლელი ქუჩიდან და არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს.

ყველა პროტოკოლს და ახალ ეტაპებს მთავრობის შესაბამისი წყაროებიდან გაეცნობით,“- განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები