​სასტიკად ნაცემი დეპუტატის ძმა – ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების წინაისტორია (ვიდეო)

  •  

რა წინაისტორია ჰქონდა დეპუტატის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ახალქალაქში, ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და ფოტოები წარმოადგინა, როგორ გაუსწორდა პოლიციის ყოფილი უფროსის შვილი დეპუტატის ძმას.

როგორც ტარიელ მურმანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა,   სამველ პეტროსიანმა ენზელ მკოიანის ძმა  მარტუმ მკოიანი სასტიკად სცემა, რის  შემდეგაც მათ შორის ნეგატიური ურთიერთობა გაჩნდა.

„დაპირისპირების წინაპირობა გახლდათ ის, რომ, 2019 წლის ოქტომბრის თვეში, სამველ პეტროსიანის შვილი ფიზიკურად უსწორდება ენზელ მკოიანის ძმას და მის თანმხლებ პიროვნებას. მიზეზი არის სრულიად უბრალო:  მანქანით, რომ გაიარეთ ამიმტვერდა გზა და რატომ ამიმტვერეთო.  ქვა ჩაარტყა, რომლის კადრებიც გვაქ წარმოდგენილი. დაუზიანა სახე როგორც მკონიანს ისე მის მეგობარს. ორივე პიროვნება სასტიკად დააზიანა. შემდეგ, როდესაც, მარტუმ მკონიანმა კითხა რა გინდათ ჩემგანო, სამველ პეტროსიანი მანქანაში ჩაჯდა,  მკოიანს მანქანის კარებში ჩაყვა თავისი პიჯაკი და ასე ათრია რამდენიმე მეტრი.  ამაზე დაიწყო გამოძიება, თუმცა დღეის მდგომარეობით საქმე ისევ თაროზეა შემოდებული. აქედან გამომდინარე, ცუდი ურთიერთობა აქვთ ოჯახებს“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ  26 მარტს, ახალქალაქში პეტროსიანებსა და მკოიანებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღი იქნა გამოყენებული. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია გეორგი პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმის შვილი.   

მსგავსი თემები