მარნეულში გუშინ აღებული 303 ანალიზიდან ყველა პასუხი უარყოფითია

მარნეულის მერი ზაურ დარგალი აცხადებს, მარნეულში გუშინ აღებული 303 ანალიზიდან ყველა პასუხი უარყოფითია.

„მოგახსენებთ, რომ მარნეულში მიმდინარეობს „პისიარ“ კვლევა იმ ადამიანების, ვინც ყოველდღიურად მოსახლეობასთან კომუნიკაციაში, ყოველდღიურ ურთიერთობაში არიან. ეს პროცესი აქტიურად გრძელდება. გუშინდელი პასუხები გვაქვს კარგი და იმედია, მომდევნო დღეებშიც ასე გაგრძელდება“, – აღნიშნა ზაურ დარგალმა.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის მხოლოდ ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 615 შეადგინა, აქედან 275 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი თემები