„ვიდეოკადრები და მოწმეეები ადასტურებენ, რომ მკოიანს პეტრისიანი დამიზნებით ესროდა“ – ადვოკატი

ოჯახის ადვოკატი პროკურატურის მხრიდან სამველ პეტროსიანისთვის წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება და კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს. როგორც ტარიელ მურმანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს იყო განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

„პეტროსიანთან დაკავშირებით ბრალდებას არ ვეთანხმებით. კერძოდ, მისთვის ბრალად უნდა წარედგინათ 19,108-ე მუხლი, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ნიშნავს. ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ პეტროსიანი ენზელ მკოიანს მიზანმიმართულად, დამიზნებით ესვრის. თან, რამდენჯერმე. ეს ხულიგნობა არ არის. ეს არის განზრახ მკვლელობის მცდელობა. თუ სიღრმეებში ჩავალთ, განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში“ – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს, ახალქალაქში სამველ პეტროსიანმა ენზელ მკოიანს ესროლა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წაუყენეს (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით).  

ადვოკატმა კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით პროკურატურაში შუამდგომლობაც დააყენა. მისივე თქმით, „ვიდეო ფაქტების გარდა, საქმეში არსებობს 20-მდე მოწმის ჩვენება, რომლებიც ადასტურებენ სამველ პეტროსიანის მხრიდან ენზელ მკოიანის მიმართულებით დამიზნებით რამდენჯერმე სროლას მისი მოვლის მცდელობით“.     

მსგავსი თემები