“კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგაც კი მსოფლიო ჩვეულ საქმიანობას ვერ დაუბრუნდება” – ჯანმოს დირექტორი

“კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგაც კი მსოფლიო ვერ დაუბრუნდება ჩვეულ საქმიანობას”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, მსოფლიო უნდა მოემზადოს შემდეგი შესაძლო პანდემიისთვის და მდგრად ჯანდაცვის სისტემას საძირკველი ჩაუყაროს

„კორონავირუსის პანდემია საბოლოოდ უკან დაიხევს, მაგრამ ჩვეულ საქმიანობას ვერ დავუბრუნდებით. საუბარი არ არის პანიკის დათესვაზე, მაგრამ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. ჯანდაცვის სისტემაში ინვესტიციის ჩადება სიცოცხლეების გადარჩენას ნიშნავს. აღნიშნული მოიცავს პათოგენების თავიდან აცილებასა და მათზე ფრეაგირებას“, – განაცხადა მან.

მსგავსი თემები