ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი 10 მაისიდან რუსეთთან ე.წ. საზღვარს ერთი კვირით სრულად ჩაკეტავს

  •  

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება10 მაისიდან რუსეთთან ე.წ. საზღვარს ერთი კვირით სრულად ჩაკეტავს.

აღსანიშნავია, რომ დღეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

„სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან საზღვარი 10 მაისის 00:00 საათიდან 17 მაისის 23:59 საათამდე ჩაიკეტება. აღნიშნული გადაწყვეტილება ოპერატიული შტაბის სხდომაზე იყო მიღებული. საზღვრის გადაკვეთის დროებითი აკრძალვა ყველა მოქალაქეს ეხება. აკრძალვა ასევე გავრცელდება სატვირთო ავტოტრანსპორტზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები