30 ქვეყნის მონაცემებით, კორონავირუსით 90 ათასზე მეტი მედიკოსი დაინფიცირდა, 260-ზე მეტი ექთანი კი, დაიღუპა

ექთანთა საერთაშორისო საბჭოს განცხადებით, 30 ქვეყნის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 90 ათასზე მეტი მედიკოსია ინფიცირებული, 260-ზე მეტი ექთანი კი, გარდაიცვალა. 

საერთაშორისო ორგანიზაციაში მთავრობების მიერ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან მომუშავე ექთნებსა და ჯანდაცვის სფეროს სხვა თანამშრომლებს შორის ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების არაზუსტ აღრიცხვაზე საუბრობენ.

„ათასობით ექთანი დაინფიცირდა „კოვიდ-19“-ით და ასობით უკვე გარდაიცვალა, თუმცა მთავრობები ვერ ასახელებენ ზუსტ რაოდენობას, რადგან მონაცემებს არ აგროვებენ. ზუსტი მონაცემების არარსებობა იწვევს ექთნებს შორის ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლის არასათანადო შეფასებას“, – ნათქვამია ექთანთა საერთაშორისო საბჭოს განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს, აწარმოონ ზუსტი აღრიცხვა და მიაწოდონ მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

მსგავსი თემები