რა წესები უნდა დაიცვათ იუსტიციის სახლებში სერვისების მისაღებად?

იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის, სოსო გიორგაძის ინფორმაციით, იმ ადამიანებს, რომლებიც იუსტიციის სახლებსა თუ საზოგადოებრივ ცენტრებში მიიღებენ მომსახურებას, დოკუმენტების წასაღებად მოსვლა აღარ მოუწევთ და ყველა მზა დოკუმენტს სახლში ფოსტით მიიღებენ.

„არსებობს ასევე სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი, რომელთა შესრულებაც საშუალებას მოგვცემს, რომ ვიყოთ სწრაფები და მოქნილები და საშუალება მივცეთ ქართულ ბიზნესსაც საქართველოს მოსახლეობასაც, რომ სწრაფად მიიღონ სერვისები და გაატარონ ღონისძიებები. მხოლოდ ამისთვის, მათ უნდა დაიცვან ისეთი მარტივი წესები, როგორიც არის მაგალითად პირბადით მოსვლა იუსტიციის სახლში, როგორიც არის მოქალაქის პორტაპლიდან my.gov.ge-დან წინასწარ დაჯავშნა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ არ მოვიდნენ თანმხლებ პირებთან ერთად. მხოლოდ ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო წესების შესრულება საშუალებას მოგვცემს, ვიყოთ მოქნილები, სწრაფად მივიღოთ ის სერვისები, რომელთა მიღებაც ერთი შეხედვით ვირუსის გამო შეუძლებელი იყო, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.

მსგავსი თემები