რუსეთის კულტურის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

  •  

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის კულტურის მინისტრს, ოლგა ლიუბიმოვას კორონავირუსი დაუდასტურდა. 

„კულტურის მინისტრი, ოლგა ლიუბიმოვა დისტანციურად მუშაობს. „კოვიდ-19“-ზე ტესტის შედეგები დადებითი აღმოჩნდა. მინისტრი სახლში იმყოფება და ვიდეოკონფერენციების მეშვეობით აგრძელებს მუშაობას, მონაწილეობას იღებს შეხვედრებში ონლაინ ფორმატში. დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მინისტრის საავადმყოფოში გადაყვანაზე საუბარი ჯერ არ არის“, – აცხადებს კულტურის მინისტრის პრესმდივანი ანა უსაჩევა.

მსგავსი თემები