ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ერთ-ერთ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ანზორ ქობალიამ განაცხადა, რომ ინფიცირებული ქალბატონი არ მიეკუთვნება არც ერთ კლასტერს და არ არის სამეგრელოში მცხოვრები. ის  მოქალაქე თურქეთიდან 22 აპრილს ჩამოვიდა და  პირდაპირ კარანტინის სივრცეში მოათავსეს.

მსგავსი თემები