ოკუპირებული ცხინვალში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდგინდა – მათ შორის 14 წლის მოზარდიცაა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდგინდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარ ექიმზე, მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით წერს. 

ინფიცირების პირველი შემთხვევა რამდენიმე საათის წინ გამოვლინდა. დე-ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ვირუსი 14 წლის ბიჭს დაუფიქსირდა, რომელიც ცხინვალში ვლადიკავკაზიდან ჩავიდა. სამივე ინფიცირებული იზოლირებულია.

ოკუპირებულ რეგიონში უკვე 3 ინფიცირებული ადამიანია.

მსგავსი თემები