„ფეისბუქმა“ რუსეთთან დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები წაშალა

კომპანია „ფეისბუქმა“ რუსეთთან დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები წაშალა, რომლებიც მასალებს სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულად აქვეყნებდნენ. კერძოდ, როგორც სოციალური ქსელის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამია, წაშლილია რუსეთთან დაკავშირებული 46 ფეისბუქგვერდი, 91 ანგარიში და ორი ჯგუფი, ასევე „ინსტაგრამის“ ერთი ანგარიში.

„ფეისბუქის“ განცხადებით, აღნიშნული გვერდების ქსელი ინფორმაციას ავრცელებდა რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ, ფრანგულ, უნგრულ, სერბულ, ქართულ, ინდონეზიურ და სპარსულ ენებზე და ფოკუსირებული იყო მსოფლიოს ბევრ რეგიონზე.

„ჩვენმა გამოძიებამ ეს აქტივობა დაუკავშირდა პირებს რუსეთში, უკრაინის დონბასის რეგიონში და ასევე, ორ მედიაორგანიზაციას ყირიმში – NewsFront-სა და SouthFront-ს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სოციალურმა ქსელმა აპრილში სულ „ფეისბუქის“ 732 ანგარიში, „ინსტაგრამის“ 162 ანგარიში, ასევე 793 გვერდი და 200 ჯგუფი წაშალა, მათ შორის, საქართველოდანაც.

მსგავსი თემები