“ნატო განაგრძობს საქართველოსთვის, ჩვენი ღირებული პარტნიორისთვის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაწევას” – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

„კარგი საუბარი გვქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად. ნატო განაგრძობს საქართველოსთვის, ჩვენი ღირებული პარტნიორისთვის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაწევას, მათ შორის, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში. მადლობას ვუხდი დიდ ბრიტანეთს დამცავი აღჭურვილობის გამოყოფისთვის“, – დაწერა ნატოს გენერალურმა მდივანმა Twitter-ზე.

5 მაისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა.

მსგავსი თემები