რამდენად მაღალია კორონავირუსის გავრცელების რისკი სილამაზის სალონებში – ხათუნა ზახაშვილი განმარტავს

​ხათუნა ზახაშვილმა განმარტა, რამდენად მაღალია კორონავირუსის გავრცელების რისკი სილამაზის სალონებში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სალონებმა მომხმარებლის და პერსონალის დასაცავად ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ.

„ამას წინათ ერთ შრომას გადავაწყდი, სადაც განხილული იყო აფეთქებების თავისებურებები COVID-ის გავრცელებისას, სადაც აღნიშნული იყო სხვადასხვა სივრცეში დაავადების აფეთქების ჯგუფების არსებობის შესახებ. განხილული იყო აფეთქებები სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც რაღაც ჯგუფში ძალიან იოლად გაუვრცელდათ COVID ინფექცია. და თვითონვე ავტორები აღნიშნავდნენ, რომ ძალიან ბევრნაირი ასეთი ჯგუფი შეიკრა, თუმცა შედარებით ნაკლებად არის ასეთი რამ სილამაზის სალონებთან ორიენტირებული, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ ალბათ, ჩვენთანაც უფრო მეტად იქნება დაცული მიმსვლელებიც და სალონის მომსახურე პერსონალიც ბუნებრივად და ეს ბუნებრიობა ალბათ იმას უკავშირდება, რომ ჰიგიენური წესები, ჩვეულებრივ, კარგი მომსახურების სალონებში არის უფრო მეტად დაცული. ამისთვის არსებობს სათანადო წესები მინისტრის დამტკიცებული, როგორ უნდა იყოს ამ სალონებში რეჟიმი დაცული, როგორც უნდა მოიქცეს მომსახურე პერსონალი, იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს მათი და მათი მომხმარებლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, – აღნიშნა ზახაშვილმა.

მსგავსი თემები