“ადამიანების ცალკეული ჯგუფები გულზე სკდებიან, რომ ეკლესებში არავინ დაინფიცირდა” – გოგა ხაინდრავა

“საქართველოში ადამიანების ცალკეული ჯგუფები ახლა გულზე სკდებიან, რომ ეკლესებში არავინ დაინფიცირდა. ისინი იმდენად გაოგნებულნი არიან ამისგან, რომ აღარ იციან, რას ეცნენ”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ საქართველოში ორი ტერარიუმი ჩამოყალიბდა, – მედიატერარიუმი და პოლიტიკური ტერარიუმი. ერთი მაგიდასთან იკრიბება და სიებს ადგენს და მეორე – არის რამდენიმე არხი, რომელიც ყველამ ვიცით. მადლობა ღმერთს, რომ ტერარიუმს გარშემო აქვს შუშა, რის გამოც მათი შხამი გარეთ ვეღარ გამოდის და ეს აღარ მუშაობს მოსახლეობაზე“ – განაცხადა გოგა ხაინდრავა.

მსგავსი თემები