“კორონავირუსის გამოწვევის წინაშე ძალიან მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება” – დიმიტრი ხუნდაძე

“ყველაზე მთავარი კრიტერიუმი არის შედეგი, როცა ამ მძიმე გამოწვევის დროს ჩვენ ყველაზე ნაკლები ზიანით და ნაკლები დანაკარგით მივდივართ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ პროცესს უნდა ბოლომდე მიყვანა”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ყველაფერი იზომება საბოლოო შედეგით, რომელიც ყველასთვის პოზიტიურად გასაკვირია

„ამ გამოწვევის წინაშე ძალიან მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება, იმ მასშტაბით, რაც ასევე შესამჩნევი გახდა უცხოური მედია საშუალებებისთვის და მსოფლიო ლიდერების მხრიდანაც იქნა აღნიშნული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გუნდი, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, ძალიან ეფექტურად მუშაობს, ვგულისხმობ როგორც სამთავრობო ასევე საპარლამენტო გუნდს, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული. ყველაფერი იზომება შედეგით და საბედნიეროდ, შედეგი ყველასთვის პოზიტიურად გასაკვირია. საუბარია მსოფლიო თანამეგობრობაზე, ექსპერტებზე, სპეციალისტებზე და ისინი ხშირ კომუნიკაციაში არიან საბჭოს წევრებთან და მათგან იღებენ კონსულტაციებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მსგავსი თემები