საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულს ჯერ კიდევ 27 დეკემბერს უმკურნალეს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ადრეული შემთხვევები გამოვლინდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, ინფექცია ქვეყნებში იმ დრომდე გავრცელდა, ვიდრე ჩინეთი ვირუსის შესახებ ოფიციალურ ცნობებს გაავრცელებდა.

ჯანმოში მსგავს მაგალითად საფრანგეთში დაფიქსირებული შემთხვევა მოჰყავთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, გადაამოწმონ 2019 წლის სავარაუდო შემთხვევები. უკვე დადასტურებულია, რომ საფრანგეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში პნევმონიით დაავადებული პაციენტების ძველი ნიმუშების შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს, რომ მათ “კოვიდ-19”-ით დაავადებულ მამაკაცს ჯერ კიდევ 27 დეკემბერს უმკურნალეს.

მსგავსი თემები