ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს, სავარუდოდ ორი გამოჯანმრთელებული დატოვებს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს. ამასთან, გასაწერად ემზადება კიდევ ორი პაციენტი.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათ უკვე აუღეს განმეორებითი საკონტროლო ტესტი და თუ პასუხები კვლავ უარყოფითი იქნება, პაციენტები კლინიკას ხვალ დატოვებენ.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს სულ 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

ამასთან, კლინიკაში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით ახალი პაციენტი ამ დროისთვის არ მიუღიათ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 240 პაციენტი.

მსგავსი თემები