“წელს ტურისტულ სექტორში პრიორიტეტი შიდა ტურიზმი იქნება” – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ პანდემიიდან გამომდინარე, წელს ტურისტულ სექტორში პრიორიტეტი შიდა ტურიზმი იქნება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე როგორც კერძო კომპანიებს, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მუშაობა იმ ახალ პრინციპებს მოარგონ, რა რეალობაც მსოფლიოში პანდემიამ შექმნა.

„შიდა ტურიზმი ერთმნიშვნელოვნად იქნება პრიორიტეტული. მნიშვნელოვანია, რომ როგორც სახელმწიფო უწყებები, მათ შორის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ასევე სერვისებისა და პროდუქტების განვითარების კუთხით მომუშავე ყველა სახელმწიფო უწყება, ასევე კერძო სექტორი და ბიზნესი ამუშავდეს, გადაეწყოს იმ ახალი გამოწვევის მიხედვით, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე შეიქმნა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მსგავსი თემები