საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, გარდაცვლილს მძიმე ქრონიკული პათოლოგიები ჰქონდა.

„ეს არის ქალბატონი დაახლოებით 60 წლის ასაკის. ანამნეზი დატვირთული ქრონიკული პათოლოგიებით. ქალბატონი იყო ფილტვის ქრონიკული ობსტრუქცით, ბრონხული ასთმით, იყო კოვიდ ინფიცირების შედეგად განვითარებული ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რეპირატორული დისტრეს სინდრომი. პაციენტი ჯერ მოთავსდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ვინაიდან ვერ იმართა სუნთქვის უკმარისობა, პაციენტი გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. რამდენიმე წუთის წინ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.

კლინიკურად სახეზე იყო მძიმე სომატური პათოლოგიების ფონზე განვითარებული პოლიორგანული კლინიკა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიტი. რამდნეიმე წუთის წინ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი თემები