სილამაზის სალონების მომსახურება შესაძლოა, გაძვირდეს

„მოსალოდნელია სალონებში ფასების ზრდა. აუცილებლად გაძვირდება მომსახურებაც”, – ამის შესახებ სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა, თამუნა შარაშენიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიზეზი ქირის გადასახადი და ახალი რეგულაციებია, გამოიწვია სალონებისთვის დანახარჯების გაზრდა.

„სალონების მფლობელები დაბნეული არიან, ვის და ვის შორის უნდა იყოს დაცული 2-მეტრიანი დისტანცია. ძალიან ბუნდოვანია რამდენი ადამიანის ერთად ყოფნა არის შესაძლებელი ერთ სივრცეში. ზოგს 10 კვ.მ. სალონი აქვს და ზოგს კი 200-300 კვ.მ. დიდი ფართის ქირაობა გაცილებით ძვირი ღირს, დამეთანხმებით, და შესაბამისად, 3 ხელოსნით ვერ მოიტან იმდენ შემოსავალს, რომ ამხელა ქირა გადაიხადო. ეს ყველაფერი ძალიან ბევრ დაზუსტებას მოითხოვს”, – ამბობს სალონების ფედერაციის პრეზიდენტი.

მსგავსი თემები