“როგორც ჩანს, სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებსაც აქვს ადგილი” – ამირან გამყრელიძე

“როგორც ჩანს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებსაც აქვს ადგილი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, აქ ინფიცირებულები კორონავირუსზე განმეორებითი კვლევის ჩატარებას ითხოვენ.

„მე იმაზეც მაქვს ეჭვი, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებსაც აქვს ადგილი, როგორც ჩანს. ჩვენ ასე მოგვცეს ინფორმაცია, რომ თითქოს მოლა და მუფტი ცუდ როლს თამაშობს. ახლა განმეორებით კვლევებს ითხოვენ. განმეორებითი კვლევები მათ ჩაუტარდებათ 4 დღის შემდეგ, 8 დღის შემდეგ. განმეორებითები არის 3 – 4 დღის შემდეგ და გამოჯანმრთელების შემდეგ, როგორც პროტოკოლით არის განსაზღვრული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პირველ მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებულებმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს და ექიმებს დაუპირისპირდნენ.

მსგავსი თემები