ტაჯიკეთში „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

ტაჯიკეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა. ქვეყნის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“ 15 პირს დაუდასტურდა.

დღემდე ტაჯიკეთში აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ინფექცია არ ფიქსირდებოდა.

ჯანდაცვის მუშაკები აცხადებდნენ, რომ ტაჯიკეთში „უბრალოდ პნევმონიის“ შემთხვევები იყო მომატებული.

მსგავსი თემები