“15 მაისამდე ინტენსიური ტესტირების პირობებში, დაახლოებით, 25 000 ტესტის ჩატარება მოგვიწევს” – თამარ გაბუნია

“15 მაისამდე ინტენსიური ტესტირების პირობებში ჩვენ დაახლოებით, 25 000 ტესტის ჩატარება მოგვიწევს, შემდეგ კი იგივე რაოდენობაზე უნდა ვიფიქროთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, ამ დროისთვის პროგრამაში უკვე მონაწილეობს 10-ზე მეტი კერძო და სახელმწიფო დაწესებულება, რომლებსაც PCR-ტესტირების ჩატარება შეუძლიათ, რაც დღე-ღამეში 1000 ტესტის ჩატარების საშუალებას იძლევა. 15 მაისამდე ეს რიცხვი 1700-მდე გაიზარდება, 15 მაისის შემდეგ კი 2000-2500 ტესტის ჩატარება იგეგმება, საბოლოო შედეგი კი დღე-ღამის განმავლობაში 3000 PCR-ტესტის ჩატარებაა.

„კარგია ისიც, რომ ქვეყანაში შეივსო PCR-ტესტების მარაგი იმისთვის, რომ შეუფერხებლად განხორციელდეს ის რაოდენობა ტესტირების, რომელიც საჭიროა. ეს იქნება სამედიცინო პერსონალისთვის, სიმპტომური პირებისთვის, რომლებიც კლინიკაში მიდიან და უკვე იცის სამედიცინო ქსელმა, რომ ცხელებიანი პაციენტის ტესტირება აუცილებელია. ასევე ყველა პნევმონიის შემთხვევა იტესტება. საუბარი აღარ მაქვს იმ საეჭვო შემთხვევებზე, რომლებიც თავისთავად ექვემდებარება ტესტირებას. ასევე პრიორიტეტული ჯგუფია თავშესაფრებში მცხოვრები პირები და ასევე სამედიცინო პერსონალი, ვინც მათ ემსახურება და ეტაპობრივად ეს ჯგუფები ექვემდებარა ტესტირებას და ჩვენ შევეცდებით, რომ 15 მაისამდე მაქსიმალურად მოვიცვათ პირველი ტალღა მაღალი რისკის ჯგუფების“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები