ევროპის ქვეყნებში დაწესებულ შეზღუდვებს 11 300 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია – კვლევა

„ენერგიისა და სუფთა ჰაერის ცენტრის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ახალი კორონავირუსის გამო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს შეუძლია, 11 300 ადამიანი გადაარჩინოს ნაადრევი სიკვდილისგან.

როგორც კვლევის ხელმძღვანელი, ლაური მილივირტა განმარტავს, დადგენილმა რეგულაციებმა ევროპაში ჰაერის ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესა.

„ეს შეიძლება შევადაროთ იმას, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში ადამიანებმა ერთი თვით შეწყვიტონ თამბაქოს მოხმარება“, – ამბობს ანალიტიკოსი.

ყოველწლიურად, ევროკავშირის 27 ქვეყანასა და დიდ ბრიტანეთში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების გამო, 400 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება.

მსგავსი თემები