„მე- 7, მე- 8 კვირა ყველა ქვეყნისთვის არის რთული“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელი გამოვლენილი შემთხვევების შესახებ ცოტა ხსნის წინ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. გამყრელიძის ინფორმაციით ახალი შემთხვევებთან მიმართებაში ყველა წყარო დადგენილია, მანვე განმარტა, რომ ქვეყანა უნდა გაუმკლავდეს მოსალოდნელ სირთულეებს.

„ახალი შემთხვევების უმეტესობა უკავშირდება თეთრ წყაროს და მის კონტაქტებს, თუ იქნა ყოველდღიური ზრდა 40 შემთხვევამდეც კი, ეს ჩვენი რესურსით მართვადია.

მოვუწოდებ მოსახლეობას, წარმოდგენილია 6 ეტაპიანი თანდათანობითი შემსუბუქების გეგმა, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებული შემზღუდავი ღონისძიებები მსუბუქდება, თუმცა არ უნდა მივცეთ თავს იმის უფლება, რომ რომ ჯანდაცვითი რეკომენდაციების იგნორირება მოხდეს.

დღევანდელი ახალი შემთხვევების ყველა წყარო ცნობილია, ესაა თეთრიწყაროს კლასტერი და მისი კონტაქტები. მთავარი გახლავთ ის, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე დარეკეთ ცხელ ხაზზე. 

მე -7, მე -8 კვირა ყველა ქვეყნისთვის რთულია“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები