“მამა დავითს არც ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი და არც არის ამოღებული” – განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მღვდელმსახურის ინტერესების დამცველი

„ამ ეტაპზე შეიძლება ვთქვათ, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება“ – ამის შესახებ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურის ინტერესების დამცველმა ბექა ნემსიწვერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ნემსიწვერიძის ინფორმაციით საქმეში არ არსებობს, მტკიცებულება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მამა დავითს შემხებლობა ჰქონდა მომხდართან. მისივე ინფორმაციით ბრალდების მხარე ერთადერთი მოწმის ჩვენებას დაეყრდნო, რომელიც სასულიერო პირი არაა.

„გუშინ რომ გადმოგვეცა მტკიცებულებები და  გავეცანით, ამ მტკიცებულებების თანახმად მამა საბას მანქანის მიმართ განხორციელდა სროლა, თუმცა საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს,  დავათის არათუ ბრალეულობაზე, არამედ იმ ვერსიაზეც კი, რომელსაც ავრცელებს, ბრალდების მხარე,  თითქოს მათ შორის კონფლიქტი იყო ინციდენტამდე, არის მხოლოდ ბრალდების ერთი მოწმე, რომელიც ამბობს, რომ სავარაუდოდ შეიძლება გასროლა განეხორციელებინა მამა დავითს.

მის ჩვენებებში არის ბევრი წინააღმდეგობები, რაც ერთმანეთს გამორიცხავს. ამ ეტაპზე შეიძლება ვთქვათ, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ მამა დავითს შეიძლება რაიმე შემხებლობა ჰქონდეს მომხდართან. ასევე არ არის ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, მას არც იარაღი ჰქონდა და არც არის ამოღებული. ბრალდების მოწმე კი სასულიერო პირი არაა“ – განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“

მედიაცენტრმთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელიაწყაროსდალინკისმითითება

მსგავსი თემები