სავარაუდოდ, მიკროავტობუსების მძღოლები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

მთავრობის მიერ გაწერილი ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, 300 ლარის ოდენობით დახმარებას თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებიც მიიღებენ. 

„დახმარებების პაკეტში მიკროავტობუსების მძღოლებიც მოხვდებიან. სავარაუდოდ, ისინი მოხვდებიან თვითდასაქმებულთა პაკეტში და მიიღებენ 300 ლარიან დახმარებას. გარდა ამისა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყვითელი ავტობუსების დიდი ნაწილი ჩართული იყო სხვადასხვა მიმართულებით მომსახურებაში. ისინი ემსახურებოდნენ ექიმებს, მერიის თანამშრომლებს, ჩვენს კონტრაქტორებს. დაახლოებით 500-600 მანქანა ემსახურებოდა ყველა ამ მიმართულებით ქალაქს, ასევე, საკარანტინო ზონებიდან ხალხის გამოყვანაში.იცით, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც კარანტინი უმთავრდება მიგვყავს საკუთარ საცხოვრებელ სახლამდე ამ ყველაფერში ჩართული იყო ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები. თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ

მსგავსი თემები