“კორონავირუსი არც ივნისში მორჩება, არც ივლისში, არც აგვისტოსა და სექტემბერში” – ამირან გამყრელიძე

“ახალი  კორონავირუსი არც ივნისში მორჩება, არც ივლისში, არც აგვისტოსა და სექტემბერში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენ, გარკვეული ფორმით თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ ამ ახალი ტიპის რესპირაციულ ვირუსთან. 

“შეზღუდვების შემსუბუქებას ვემხრობით. გუშინდელი შეზღუდვების მოხსნა მოსახლეობამ ისე მიიღო, თითქოს საქართველოში კორონავირუსი უკვე დავამარცხეთ და ყველაფერი შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ. არა, ბატონებო. ესაა პირველი ნაბიჯი შემსუბუქებისკენ. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს პირბადეებით დახურულ სივრცეებში სიარული; დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს დისტანცირება; ხელების ხშირი დაბანა, პირადი და საზოგადო ჰიგიენის მკაცრი დაცვა; მოგვიწევს თავშეყრის ადგილებში სიარულისგან თავშეკავება, ან თუ იქნა ეს შეკრებები, შესაბამისი წესების დაცვით”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები