“გეგმური აცრის შეწყვეტის შემთხვევაში, ჩვენს ბავშვს რისკის ქვეშ ვაყენებთ” – პედიატრი

“გეგმური აცრები ერთმნიშვნელოვნად უნდა გაგრძელდეს, ეს არის ყველა ქვეყნის რეკომენდაცია და ამას ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია მოგვიწოდებს”, – ამის შესახებ პედიატრმა, მაია ხერხეულიძემ  განაცხადა.

მისი თქმით, გეგმური აცრის შეწყვეტის შემთხვევაში, ბავშვს რისკის ქვეშ ვაყენებთ, რადგან შეიძლება, მას სხვა მძიმე ინფექცია შეხვდეს.

“იყო ასეთი მოსაზრება, რომ გარკვეული ვაქცინა შესაძლებელია ბავშვს ჯვარედინად კორონავირუსისგან იცავდეს კიდეც, ეს არ არის დადასტურებული, ჰიპოთეზაა, მაგრამ გეგმური აცრა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. გასათვალისწინებელია ერთი გარემოება, რომ აცრამდე ექიმთან წინასწარ შევთანხმდეთ, რადგან ისეთ დროს მივიდეთ, რომ სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ გვქონდეს“, – აღნიშნა მაია ხერხეულიძემ.

მსგავსი თემები