ლენტეხის მუნიციპალიტეტი და სოფელი ხიდისყური გახსნილია

დღეიდან ლენტეხის და ხაშურის მუნიციპალიტეტში სპეციალური რეჟიმი აღარ იმოქმედებს – ეს განცხადება, რამდენიმე წუთის წინ პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. ჩიქოვანის ინფორმაციით აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ამიერიდან მხოლოდ ქვეყანაში არსებული ზომები იმოქმედებს.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ლენტეხის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მოქმედებდა გამკაცრებული რეჟიმი, რის ფარგლებშიც, დაახლოებით 4500 ადამიანს ჩაუტარდა თერმო სკრინიგი და გატარდა მიზნობრივი კვლევა.

დღეიდან სპეციალური რეჟიმი ამ ორ პუნქტში იქნება მოხსნილი, ესენია ლენტეხის მუნიციპალიტეტი, ასევე სოფელი ხიდისყური და იმოქმედებს მხოლოდ ის შეზღუდვები, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.

მაქსიმალურადაა შემოწმებული ყველა ადამიანი ამ გეოგრაფიული პუნქტებისა“ – განაცხადა ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე.

მსგავსი თემები