თელავის მუნიციპალიტეტში 80 წლის მამაკაცს ეძებენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში მეორე დღეა, 80 წლის ალექსი ოხანაშვილს უშედეგოდ ეძებენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ალექსი ოხანაშვლი თანასოფლელთან ერთად საქონელს მდინარე ალაზნის პირას მწყემსავდა და მისი კვალი გაუჩინარდა. ნაპოვნია დაკარგულის ტანსაცმელი.

ერთი-ერთი ვერსიით, მამაკაცი საქონლის გამოსაყვანად მდინარეში შევიდა, რა დროსაც წყალმა გაიტაცა.

ადგილზე მობილიზებული არიან კახეთის მეხანძრე-მაშველები და თბილისის სწრაფი რეაგირების ბაზის მყვინთავები სპეციალური ტექნიკით.

მსგავსი თემები