იაფი ფულის კარი გაიღო, ვინ და როგორ მიიღებს უფასო ფულს?! – „მედიაცენტრი მთავარი“ გლეხების ადვოკატირებისთვის

რას ნიშნავს „უფასო ფული“;  ვინ მიიღებს მას; რა უნდა გააკეთოს სოფლად დაბრუნებულმა გლეხმა საქმის დასაწყებად; რა კულტურებს უფინანსებს მას სახელმწიფო; რა ქნან სოფელში მცხოვრებმა იმ ადამიანებმა, ვისაც არც ინტერნეტის გაეგება რამე და არც პროექტების წერის? – ამ და სხვა ყველაზე აქტუალურ საკითხებზე, „მედიაცენტრი მთავარის“ ინტერვიუდან გაიგებთ.        

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილმა ანტიკრიზისულმა გეგმამ, მოსახლეობაში საკმაოდ ბევრი კითხვა გააჩინა. წარმოდგენილ პროექტში, ყველა საკუთარ თავს და ადგილს ეძებს. კერძოდ – ვის როგორ მოერგება პროექტი, ვინ როგორ ჩაერთვება და რა ეფექტი ექნება მას რიგითი მოქალაქეებისთვის.  ამჯერად, სოფლის მეურნეობისა და ფერმერები განვითარების მიმართულებაზე შევჩერდებით.  

მედია ადვოკატირების ფარგლებში, „მედიაცენტრი მთავარი“ წარმოადგენს ერთგვარ ხიდს გლეხებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის, რომელთაც, ერთის მხრივ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა  გააჩნიათ, ხოლო, მეორე მხრივ (სახელმწიფოს), ასეთი ადამიანების საჭიროებების დანახვა, მათზე ეფექტურად ზრუნვის კუთხით.    

არსებულ კითხვებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ პასუხობს.

მედიაცენტრი მთავარი:” ბატონო გიორგი, ფერმერებს მარტივად და გასაგები ენით აუხსენით, როგორ ეხმარებით მათ, რას სთავაზობთ?

გიორგი ჯიბლაძე:   მარტივად და გასაგებად რომ გითხრათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ ფერმერები მიიღებენ უფასო ფულს. კერძოდ, სახელწიფო გაცემულ აგრო კრედიტზე, 6 თვის განმავლობაში სრულად მოახდენს სესხის პროცენტის დაფინანსებას, თუ ეს სესხი იქნება უზრუნველყოფილი ფერმერის მიერ. საუბარია 5000 ლარიდან 20 000 ლარამდე თანხაზე ერთ ფერმერზე. თუ ამ თანხის საპროცენტო განაკვეთი არის წლიური 17 %, სახელმწიფო ამ პროცენტს თავად დააფინანსებს. ეს არ არის საგრანტო დაფინანსება, ეს არის საკრედიტო დაფინანსება. ეს არის „იაფი“ ფული.

მედიაცენტრი მთავარი:“ დავაზუსტებ, სახელმწიფო ფერმერებს მხოლოდ დაფინანსებით ეხმარება და ისიც მხოლოდ 6 თვის განმავლობაში?

გიორგი ჯიბლაძე: ფერმერებს ვეხმარებით  მხოლოდ ფინანსური რესურსით რაც ყველზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, რადგან, ქალაქიდან სოფლად დაბრუნებულ მოსახლეობას აქ აქვს საჭირო და შესაბამის ფინანსებთან წვდომა. ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში, თუ მას სურვილი ექნება დაამუშაოს და მიიღოს მოსავალი, აქვს საკუთარი მიწის ნაკვეთი, რომ შემდგომ უზრუნველყოს საკუთარი ოჯახი ან მოადინოს პროდუქციის რეალიზაცია, ამისათვის, მას პირველ რიგში ფინანსური რესურსი დასჭირდება.

მედიაცენტრი მთავარი:” ამ ადამიანებმა, გლეხებმა, ფერმერებმა პროექტები უნდა წერონ თუ  წერონ დაფინანსების მისაღებად?

გიორგი ჯიბლაძე: შეღავათიანი აგრო კრედიტი არის შეღავათიანი ფული. ჩვენ ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული საქართველოში მოქმედ თთქმის ყველა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტთან, რომლებიც ახორციელებენ სესხების გაცემას.  პროექტის დაწერა აუცილებელობას არ წარმოადგენს. მთლიანობაში, ერთ მოსახლეზე, ერთ ფერმეტზე მაქსიმუმ საუბარის 100 000 ლარზე. მართალია, ცოდნაც აუცილებელია, თუმცა, ცოდნა მეტ-ნაკლებად არსებობს გამოცდილება ერთწლოვანი კულტურბის მოყვანის მიმართულებოთ.

მედიაცენტრი მთავარი:“ დავიწყოთ თავიდან რა უნდა გააკეთოს ფერმერმა, რა პროცედურა უნდა გაიაროს, რომ დადგეს შედეგი – მიიღოს დაფინანსება?

გიორგი ჯიბლაძე: პირველ რიგში, მან უნდა მიმართოს საფინანსო ინსტიტუტს, მარტივად და გასაგებ ენაზე ჩამოაყალიბოს რისთვის სჭირდება მას ფული, რა საქმის წამოწყებას აპირებს. ბანკი განიხილავს მის განაცხადი და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ის მიიღებს დაფინანსებას კრედიტის სახით. ბანკი არის ფულის გამცემი, საკუთარი ფინანსური რესურსის გამცემი.

მედიაცენტრი მთავარი:“  გასაგებია, გლეხი მივიდა ბანკში, დაიხმარა ახლობლები, ჩამოაყალიბა რა უნდა, ჩააბარა განაცხადი და რა ხდება ამის შემდეგ. ყველამ ვიცით, რომ ბანკებთან ურთიერთობა დიდ ბიუროკრატიულ პროცედურებთანაა დაკავშირებული…

გიორგი ჯიბლაძე: კი ბატონო, გეთანხმებით თუმცა, ამ შემთხვევაში, გვაქვს შესაბამისი კონსულტაციები და ბანკები ძალიან ლოიალურად მიუდგებიან ამ საკითხს. ბუნებრივია, თუ ადამიანს არც მიწა აქვს და არც შესაძლებლობა, ამას ბანკები შეისწავლიან.

მედიაცენტრი მთავარი:“ ისევ პროცენტების ნაწილს რომ მივუბრუნდეთ – სახელმწიფო 6 თვე გლეხს „ათხოვებს“ თანხას. 6 თვის მერე რა ხდება? გლეხისთვის, ვინც კრედიტს მიიღებს, როდის უნდა გადაიხადოს თანხა, ათვლა როდის დაიწყება?

გიორგი ჯიბლაძე:  ეს არის საფინანსო ინსტიტუტისა და კონკრეტული ადამიანის შეთანხმების საგანი. თუ ფერმერი მიიჩნევს, რომ 6 თვე მისთვის საკმარისია, ამ 6 თვეში სახელმწიფო მას სრულად გაჰყვება პროცენტის დაფინანსებაში და მისთვის ეს ფული უფასო იქნება. თუ ბენეფიციარი ჩათვლის, რომ მას 2 წლიანი სესხი სჭირდება, რაც ჩემი აზრით არასწორია, რადგან ერთწლიან კულტურებისთვის 6 თვე საკმარისია, ამ 6 თვის გასვლის შემდეგ, ის თავად დაფარავს პროცენტს. 6 თვიანი სესხის შემთხვევაში, ბენეფიციარი მხოლოდ ძირითად თანხას აბრუნებს.

მედიაცენტრი მთავარი:“ ბენეფიციარები იქნებიან მხოლოდ ფერმერები, რომლებიც ოფიციალურად არიან დარეგისტრირებულებიდა ფერმერის სტატუსი აქვთ თუ სოფელში მაცხოვრებელი რიგითი ადამიანებიც?

გიორგი ჯიბლაძე: ფერმერად რეგისტრირება ძალიან მარტივი პროცესია. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს სურვილი დარეგისტრირდეს ფერმერად და აქვს მიწის ნაკვეთი ან შესაბამისი შესაძლებლობა რომ აწარმოოს ფერმერული საქმიანობა, ძალიან მარტივად შეუძლია დაუკავშირდეს თუნდაც ჩვენს „ცხელ ხაზს“, შეივსება ანკეტა  და ძალიან მარტივი გზით რეგისტრირდება ფერმერად. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს შეღავათიანი აგრო კრედიტი.

მედიაცენტრი მთავარი:“ კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც პროცედურულ საკითხებს უკავშირდება, ამბობთ, რომ პროექტის წერა აუცილებელი არ არის, თუმცა, დამეთანხმებით, რომ სოფელ ბევრი ადამიანი დაუბრუნდა, რომელთან აქვთ სურვილი და თუნდაც მიწა, დაიწყონ გარკვეული მეურნეობა, თუმცა, არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება. ამ კუთხით თუ შეძლებთ დახმარებას, კერძოდ, როგორ დაიწყონ საქმე, კონსულტაცია, მენეჯმენტი?

გიორგი ჯიბლაძე: საინტერესო საკითხია, საკონსულტაციო ცენტრები სოფლის მეურნეობას თითოეულ მუნიციპალიტეტში გააჩნია და თითოეულ მუნიციპალიტეტში შესაძლებელია განაცხადის მიღება, იმისთვის, რომ ფერმერს აღარ დასჭირდეს თბილისში ჩამოსვლა. ყველა ადგილზე მიიღებს სხვადასხვა სახის კონსულტაციას.

„მედიაცენტრი მთავარი:” გადავიდეთ კულტურებზე, რის მოყვანა-განვითარებასსთავაზობთ გლეხებს?

გიორგი ჯიბლაძე: ამ შემთხვევაში,  პრიორიტეტი არის ერთწლიანი კულტურები.  მხოლოდ ერთწლოვანი კულტურები დაფინანსდება.

მედიაცენტრი მთავარი:“ რადგან ლიმიტი გაქვთ დაწესებული თანხის გაცემაზე –  5დან 20 000 ლარამდე, თვეში, საიდან დადგინდა ეს ზღვარი, რა ჯდება კულტურების მოყვანა?

გიორგი ჯიბლაძე: ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან, თითოეული კულტურის ჭრილში, ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით – რა ჯდება ამ კულტურის მოვლა, მოყვანა, მოსავლის აღება. თითოეული კულტურის ჭრილში არის დადგენილი, თუ რა მოცულობის სესხის თანხა შეიძლება აიღოს ბენეფიციარმა. მაგალითად, თუ ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე კომბოსტოს მოყვანა ჯდება 5 000 ლარი და ბენეფიციარს აქვს 4 ჰექტარი,  მას შეუძლია ისარგებლოს 20 000 ლარიანი სესხით, რომელიც 6 თვე იქნება უფასო.

მედიაცენტრი მთავარი:“ მთავრობის მიერ წარდგენილ პროგრამაში, ბენეფიციართა რაოდენობა 5 000 ადამიანს შეადგენს, როგორ, რის მიხედვით დაწესდა ეს ზღვარი. იქნებ გაცილებით ნაკლებმა მოგმართათ ან პირიქით, გაცილებით მეტმა?

გიორგი ჯიბლაძე: ეს ზღვარი დაწესდა სესხის საშუალო მოცულობის მიხედვით და წინა წლების გამოცდილების მიხედვით. 

მედიაცენტრი მთავარი:“ და ბოლოდ, როდიდან გაიხსნება „უფასო ფულის“ კარი ფერმერებისთვის?

გიორგი ჯიბლაძე: იაფი ფულის კარი ფერმერებისთვის უკვე ღიაა. დღეიდან, ამ მომენტიდან ფერმერებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთ მომსახურე საფინანსო ინსტიტუტებს და მიიღონ კრედიტები.

P.S. „მედიაცენტრი მთავარი“ რუბრიკის „მოგვწერეთ მთავარის“ ფარგლებში ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს გამოგვიგზანოს კითხვები თუ თემები, რომელიც მათთვის საინტერესო და პრობლემურია. თემების შესაბამისად, ჩვენ მოვიწვევთ კონკრეტულ სტუმარს „მედიაცენტრმთავარშიდა მიიღებთ კითხვებზე პასუხებს.

ეკა გულუა

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები