“თანდათან უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, ისე რომ მისგან მივიღოთ მინიმალური ზიანი” – ამირან გამყრელიძე

“ჩვენ თანდათან უნდა ვისწავლოთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად ცხოვრება, ისე რომ მისგან მივიღოთ მინიმალური ზიანი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა სოციალური დისტანციის დაცვა, რადგან ამაზე მძლავრი იარაღი კორონავირუსთან ბრძოლისთვის არ არსებობს.

„6 ეტაპია საქართველოს მთავრობის მიერ გაწერილი. ერთ-ერთ ეტაპზე აუცილებლად აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე. ასე აკეთებს ყველა ის ქვეყანა, ვინც გადავიდა შემსუბუქებით ღონისძიებებზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა მოხდება ადრეულ ეტაპზე. მანამდე ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები