თბილისში ელექტროსკუტერებისთვის სპეციალური სივრცეები გამოიყო

  •  

დღეიდან თბილისში ელექტრონული სკუტერებისთვის სპეციალურად გამოყოფილი სივრცეები ვერა-ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე გაჩნდება. ქალაქში ჩამოყვანილია 1000 სკუტერი და მათი სადგომისთვის გამოყოფილი არეალი ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით გადანაწილდება.

ამ პერიოდისთვის კი ელ. სკუტერები განთავსდება შემდეგ ლოკაციებზე:

საბურთალო:

ი. გაგარინის მოედანზე;
ვაჟა-ფშაველას გამზირის დასაწყისთან და მეტრო „სამედიცინო უნივერსიტეტთან“;
იონა ვაკელის ქუჩაზე;
მეტრო „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე;
მეტრო „ვაჟა-ფშაველასთან“;
მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტთან“;
პ. ქავთარაძის ქუჩაზე, (Goodwill-ის მიმდებარე ტერიტორიაზე);
ა. ყაზბეგი/მ. თამარაშვილის კვეთაზე;
ა. ყაზბეგი/პეკინის კვეთაზე;
ა. კალანდაძე/პეკინის კვეთაზე;
პეკინი/ა. მიცკევიჩის კვეთაზე;
პეკინი/საბურთალოს ქუჩის კვეთაზე;
ს.ცინცაძე/დ.გამრეკელის კვეთაზე;
პეკინი/ბახტრიონის კვეთაზე;
პეკინი/ვ. დოლიძის შესახვევთან;
მ. კოსტავა/გ. მიროტაძის შესახვევთან;
გიორგი სააკაძის მოედანზე;
ა.კალანდაძის ქუჩაზე.

ვერა-ვაკე:

ი. ჭავჭავაძის გამზირზე;
ი. ჭავჭავაძე/კ. კეკელიძის კვეთაზე;
ზ. ფალიაშვილის ქუჩაზე;
ი. ჭავჭავაძე/დ. არაყიშვილის კვეთაზე;
დ. არაყიშვილის ქუჩაზე;
ი. მოსეშვილი/ნ. ბერძენიშვილის კვეთაზე;
ი. აბაშიძიძე/დარიალის კვეთაზე;
ი. აბაშიძის ქუჩაზე;
ი. აბაშიძე/ლ. კავსაძის კვეთაზე;
ი. აბაშიძე/ დ. არაყიშვილის კვეთაზე;
მრგვალ ბაღთან;
ვ. ბარნოვის ქუჩაზე;
პ. მელიქიშვილის გამზირზე;
შოთა რუსთაველის გამზირზე;
გ. ლეონიძის ქუჩაზე;
თავისუფლების მოედანზე.

27 აპრილიდან, თბილისში ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა. საპილოტე პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ქართულ სტარტაპს ეკუთვნის, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

მსგავსი თემები