ახალგაზრდა ქართველმა მამაკაცმა საბერძნეთში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ქართველმა ემიგრანტმა საბერძნეთში, რომელიც ათენთან ახლოს, ქალაქ ლამიაში ხილის საწყობში მუშაობდა, სიცოცხლე დღეს თვითმკვლელობით დაასრულა. თავის მოკვლის მიზეზად, საქართველოში არსებული ფინანსური ვალდებულებები სახელდება.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” საბერძნეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი ხილის საწყობის დაცვაში მუშაობდა. ერთი პერიოდი სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ ვალების გამო კვლავ ემიგრაციაში წასვლა მოუხდა.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს მეუღლე და სამი შვილი დარჩა, მათ შორის უმცროსი დაახლოებით 2 წლისაა.

მომხდარი ტრაგიკული ფაქტის შესახებ ახლობლებს უკვე აცნობეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები საბერძნეთში საქართველოს საელჩოს საკონსულოში დღეს მივიდნენ და გადასვენების პროცედურა დაიწყეს.

მსგავსი თემები