კოსტავას ქუჩაზე მისიწქვეშა გადასასვლელი გარემონტდება

თბილისის კოსტავას ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელით მოქალაქეები 24 აგვისტომდე ვეღარ ისარგებმებენ. ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

როგორც შპს “თბილსერვის ჯგუფში” აცხადებენ, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, სასტუმრო „რუმს თბილისის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები ხვალიდან,  10 ივლისიდან დაიწყება. შესაბამისად, დროებით შეიზღუდება მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობა.

მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რის შედეგადაც მიწისქვეშა გადასასვლელს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება.

„თბილსერვის ჯგუფი“ თანამოქალაქეებსა და დედაქალაქის სტუმრებს ბოდიშის უხდის შეფერხებისთვის.

 

 

მსგავსი თემები