სმიტებს ხალიჩების ბიზნესი ჰქონდათ – საზარელი მკვლელობის შესახებ სოციალურ ქსელში

​დუშეთშიხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მკვლელობა ბიზნესს უკავშირდება და ნამდვილმა მკვლელმა, ან მკვლელებმა, 19 წლის მწყემსი დანაშაულის საკუთარ თავზე აღებაში დაარწმუნეს.

“მოკლულს 7 წელია ხალიჩების ბიზნესი ჰქონდა საქართველოში. ამ ბიზნესის უკან ვინ იცის რამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ჰქონდა საქმიანი და არა საქმიანი ურთიერთობაც. საერთოდ რას საქმიანობდა რეალურად? მგონია, რომ ვიღაცეები მისი პიროვნებით იყვნენ დაინტერესებული და რაღაცაზე რომ ვერ დაიყოლიეს, მერე ოჯახის ამოხოცვით აშანტაჟებდნენ. ვერ გამოვიდა საქმე და, ალბათ, მთელი ოჯახი ამოხოცეს, მოწმე რომ არ დარჩენილიყო… ამ ბიჭს კი მოელაპარაკნენ, ან დააშინეს, ბრალი საკუთარ თავზე აეღო.
ძალიან დაუჯერებელია, მოტივს ვერ ვხედავ, 19 წლის ბიჭს (ასაკი აქ მხოლოდ იმიტომ აღვნიშნე, რომ კრიმინალური წარსულის და სასტიკი ფსიქიკის ჩამოყალებებასაც დრო, გამოცდილება უნდა, მწყემსებად ასეთები არ მუშაობენ, ალბათ, ჯერ ვერ მოასწრებდა და არა იმიტომ რომ “ბავშვია” და პასუხი არ უნდა აგოს) რატომ უნდა ამოეხოცა, თუნდაც შელაპარაკების მიზეზით, ან სექსუალური ძალადობის სურვილით აღგზნებულს ასე ცივად ამდენი ადამიანი? თანაც ფულიც არ წაუღია. ან ასეთ რა აფექტში ჩავარდა, რომ აღრიალებული ბავშვიც მოკლა, ვითომ შეეცოდა და დამარხა, დედ-მამის ცხედრები კი დატოვა… ისინიც რატომ არ დამალა? არც გაიქცა იმ ტერიტორიიდან და იქვე სოფელში დარჩა.
გამოცდილი მკვლელი მშვენივრადაც იმალება, კვალს კარგად მალავს. ეს კი ისევ ადგილზე იყო, მერე მორჩილად მისცა ჩვენება… ვერ ჯდება ჩემს ლოგიკაში. ვფიქრობ ვიღაც სხვამ, მოწმის თავიდან მოშორების მიზნით თუ მოკლა ბავშვი და ამას შეიძლება დაამარხინა“, – წერს ინტერნეტმომხმარებელი მაია ზარანდია.

აღსანიშნავია, რომ დეშეთში, ხადას ხეობაში ამერიკელი, სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის, სამართალდამცველებმა 19 წლის მ.კ დააკავეს, მას უვადო პატიმრობა ემუქრება. ბრალდებული შერაცხადობის საკითხზე ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

მსგავსი თემები