ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

ლენტეხში პირველ გამოჯანმრთელებულ პაციენტს კორონავირუსი 5 აპრილს დაუდასტურდა.

ლენტეხში ინფიცირების სულ ხუთი შემთხვევა არის დაფიქსირებული, რის გამოც მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

მსგავსი თემები