აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა კორონავირუსის სიმპტომების ჩამონათვალი განაახლა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) კორონავირუსის სიმპტომების ჩამონათვალი განაახლა. ინფორმაცია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მანამდე არსებულ სიმპტომებს – მაღალ ტემპერატურას, ხველასა და ქოშინს – ჟრჟოლა, თავის ტკივილი, ყნოსვის დაკარგვა, კუნთების ტკივილი და ანთება ყელში დაემატა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რამდენიმე სიმპტომი – ციანოზი, სუნთქვის უკმარისობა და ტკივილი გულმკერდის არეში დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.

სპეციალისტების განცხადებით, ეს შესაძლოა სიმპტომების სრული ჩამონათვალი არ იყოს და სხვა ჩივილების შემთხვევაში ადამიანებმა ექიმებს უნდა მიმართონ.

მსგავსი თემები