რუხის საავადმყოფომ პირველი პაციენტები მიიღო

რუხის საავადმყოფომ პირველი პაციენტები მიიღო. კლინიკაში ცხელებით სამი პაციენტია შეყვანილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. არსებული ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არ არიან.

სამივე პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გააგზავნეს და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი თემები