“ეს დააზიანებს ჩვენს პოლიტიკურ თანამშრომლობას” – თალაკვაძე სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო ვიცე-პრემიერობაზე კითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა. 

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ, საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების მიუხედავად, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაუგებარი იქნება. 

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის არის სტრატეგიული თანამშრომლობა და ძალიან მეგობრული ურთიერთობები, რასაც ბევრი წლების განმავლობაში ჩვენ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობა უძღვოდა წინ, მიუხედავად ამისა, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვფიქრობთ, ეს ძალიან დააზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას და ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარი და მიუღებელი იქნება,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები