“სათქმელი არ დავუტოვეთ ოპოზიციას, ვერ გაარტყეს მიზანში ვერც ერთი ნათქვამი” – ნათია თურნავა

“სათქმელი არ დავუტოვეთ ოპოზიციას,  ვერ გაარტყეს მიზანში ვერც ერთი ნათქვამი”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შესახებ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კრიტიკასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვეხმარებით არამარტო ოფიციალურად დასაქმებულებს, არამედ თვითდასაქმებულებსაც, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ჩვენი პროგრამა არის საყოველთაო და არც ერთი კატეგორია არ გვინდა, გამოგვრჩეს. რაც შეეხება ოპოზიციას, სათქმელი არ დავუტოვეთ ჩვენ ოპოზიციას, ამიტომაც ხან ერთ რაღაცას იტყვიან, ხან – მეორეს, მაგრამ ვერ გაარტყეს მიზანში ვერც ერთი ნათქვამი,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები