​​რეგიონებში ჩარჩენილებს დედაქალაქში დასაბრუნებლად 2 დღე ექნებათ

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული გარკვეული შეზღუდვები იხსნება. შემსუბუქება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებასაც შეეხება. თუმცა, დროებით ჩაკეტილი 4 ქალაქის გახსნას, ამ ეტაპისთვის არ იგეგმება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რეგიონებში ჩარჩენილ ადამიანებს უკან დასაბრუნებლად 2 დღე ექნებათ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 27 და 28 აპრილს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, ჩაკეტილ ქალაქებს შორის გადაადგილდნენ და დაუბრუნდნენ საკუთარ რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებს. ეს იქნება გამონაკლისი, როცა თუნდაც „გახლეჩილ ოჯახებს“ ერთად ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.

მსგავსი თემები