40 000 შშმ პირი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები 6 თვის განმავლობაში 600 ლარიანი დახმარებით ისარგებლებენ

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები 6 თვის განმავლობაში 600 ლარიანი დახმარებით ისარგებლებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში ასეთი 40 000 მოქალაქეა და ამ ღონისძიების მოცულობა 25 მილიონი ლარი იქნება.

მსგავსი თემები