საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კიდევ 15-მდე გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

“პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას უახლოეს საათებში კიდევ 15-მდე გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს” – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 104 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 86 პაციენტი. დღეს მივიღეთ 17 უარყოფითი პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან, დანარჩენსაც ველოდებით. ალბათ უახლოეს საათებში დაახლოებით 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას.

ამ ეტაპზე 8 რეანიმაციული პაციენტი გვყავს, დამატებით ახალი რეანიმაციული პაციენტი არ დაგვმატებია. 3 იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. დღეს უკვე ერთის მდოგმარეობა გაუმჯობესებულია და გვრჩება ორი კრიტიკული. დღეს გვყავს ორი ახალი პაციენტი და ჩატარებული კვლევებით, მათთან რაიმე პათოლოგიური ცვლილება არ აღინიშნება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი თემები